როგორც შემომავალი და გამავალი ტუროპერატორი, ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს პატივცემულ კლიენტებს მთელი მსოფლიოდან მორგებულ ტურებს საქართველოში. ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოს ყველა სასტუმროსთან და ვუზრუნველვყოფთ კომფორტულ განთავსებას და უსაფრთხო და თანამედროვე სატრანსპორტო საშუალებებს.

 

საქართველოში სტუმრობა ნამდვილად ძალზე საინტერესო გამოცდილებაა და TUC ჯგუფი ყოველთვის მზად არის უზრუნველყოს უმაღლესი სტანდარტების დასამახსოვრებელი და საინტერესო გამოცდილება.

ჩვენი პარტნიორები სომხეთსა და აზერბაიჯანში, რომლებთანაც ჩვენ გვაკავშირებს ნაყოფიერი თანამშრომლობა, გაგვიწევენ მსგავს მომსახურებას კლიენტზე მორგებული კონკრეტული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, თუ კლიენტს სურს კავკასიის რეგიონის ერთიანად მონახულება.

სასტუმროში განთავსება

ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოში ყველა სასტუმროსთან, რომელიც აკმაყოფილებს სტანდარტებს და გვთავაზობს ექსკლუზიურ ფასებს და მოქნილ პირობებს.

ტურები თბილისსა და რეგიონებში 

ჩვენს მიერ შეთავაზებულ პაკეტებში შედის ავიაკომპანიის და მატარებლის ბილეთები; განთავსება და გიდის ტურები. ჩვენი მაღალკვალიფიციური გიდები, რომლებიც სრულყოფილად ფლობენ ინგლისურ, რუსულ, ფრანგულ, ესპანურ, იტალიურ, გერმანულ, ჩინურ, იაპონურ ენებს, დიდი ენთუზიაზმით და გატაცებით გაუწევენ სტუმრებს პროფესიონალურ დახმარებას. საქართველოში ტურების ნაწილი გულისხმობს საქართველოს მრავალი რეგიონის მონახულებას, სვანეთის მთებიდან ბათუმის პლაჟებამდე. ტურები მოიცავს მრავალფეროვანი მუზეუმების მონახულებას, ღვინის დეგუსტაციას, გოლფის თამაშს, თხილამურებით სრიალს ან უბრალოდ გოგირდის აბანოებში დასვენებას. ტურების მნიშვნელოვანი ნაწილი ასევე მოიცავს კულინარიულ გამოცდილებას ქართული ტრადიციული ყველის ღვეზელის „აჭარული ხაჭაპურის“ ან ხორცის „ხინკლის“ დამზადებითა და დაგემოვნებით.

 

ტრანსპორტირება

ჩვენ ვთანამშრომლობთ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე რამდენიმე კომპანიასთან და გთავაზობთ საგზაო ტრანსპორტის, რკინიგზა და ავიაბილეთებს უმოკლეს დროში