TUC ჯგუფი გთავაზობთ ნებისმიერი მასშტაბის პროექტების შესრულების უმაღლეს დონეს.

ჩვენ უზრუნველვყოფთ ადგილობრივი და საერთაშორისო კონფერენციების, ვორქშოპების, კონვენციების და სემინარების (როგორიცაა სასწავლო ვიზიტები, ონლაინ ღონისძიებები და ა.შ.) ორგანიზებას და მართვას საქართველოს მასშტაბით და ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ჩვენ ვმუშაობთ როგორც საკონფერენციო/ღონისძიების სრულმასშტაბიანი სერვისის მიმწოდებელი, რომელიც გთავაზობთ ლოჯისტიკური მომსახურების ფართო სპექტრს. როგორც ღონისძიებათა მართვის ექსპერტი, ჩვენს ორგანიზაციას ასევე შეუძლია წვლილი შეიტანოს მომავალი ღონისძიებების დაგეგმვის ეტაპზე.

TUC ჯგუფი სთავაზობს კლიენტებს ღონისძიების უამრავ მომსახურებას, მათ შორის:

საქონლისა და მომსახურების შესყიდვა

სხვადასხვა სახის საქონლისა და მომსახურების შესყიდვა, იქნება ეს დაგეგმილი საქმიანობისთვის თუ საგანგებო მიზნებისთვის, არის ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი საქმიანობა. ჩვენ შევქმენით სხვადასხვა პროდუქციის კარგად შეფასებული აქტიური და სანდო მომწოდებლების მონაცემთა ბაზა  და შეგვიძლია უზრუნველვყოთ მოთხოვნილი საქონლისა და მომსახურების მიწოდების უმაღლესი ხარისხი ყველაზე ეფექტური გზით.

ღონისძიების დაგეგმვა

ჩვენ გთავაზობთ ღონისძიების პროფესიონალურ მასპინძლობას და ფასილიტაციას, ასევე რეგისტრაციისა და სამდივნო მომსახურებას ღონისძიების დროს, სხვადასხვა სასწავლო ტურების დაგეგმვას და ორგანიზებას, კონფერენციის გამართვის ადგილებს მთელ მსოფლიოში, ინდივიდუალური მოთხოვნის შესაბამისად. TUC ჯგუფი გთავაზობთ ღონისძიების კონცეფციის დაგეგმვას, ადმინისტრაციულ და ლოგისტიკურ მომსახურებას და PR-სარეკლამო მომსახურებას, მედიის მობილიზაციის ჩათვლით

ონლაინ/ჰიბრიდული ღონისძიებები

2018 წლიდან ჩვენ ვიყენებთ კონფერენციებისა და შეხვედრების სხვადასხვა ონლაინ პლატფორმებს, COVID 19 პანდემიის შემდეგ ონლაინ ღონისძიებების მართვა და ორგანიზება გახდა ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი სფერო და ამ მიზნით ვიყენებთ ონლაინ კონფერენციებისა და შეხვედრების ისეთ პლატფორმებს, როგორიცაა Cisco Webex Meetings; GoToMeeting; Microsoft Teams; Google Hangouts Meet; BlueJeans Meeting; Zoom; KUDO and INTERPREFY, სხვადასხვა მოცულოობის  ონლაინ ღონისძიებები, ინკლუზიური კონფერენცია; ჰიბრიდი; ვებინარი პანელის და შეხვედრის რეჟიმში.

სასტუმროში განთავსება

ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოს მასშტაბით ყველა სასტუმროსთან, რომელიც აკმაყოფილებს სტანდარტებს და გვთავაზობს ექსკლუზიური ტარიფებითა და მოქნილი პირობებით, ასევე ვთანამშრომლობთ ყველა საერთაშორისო ბრენდის სასტუმროსთან, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, ვისარგებლოთ საუკეთესო პირობებით საზღვარგარეთ დაგეგმილი ღონისძიებებისთვის.

ქეითერინგის მომსახურება

ჩვენს პარტნიორ კომპანიებს შორის ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავია კვების ობიექტებს, რომლებსაც აქვთ მრავალწლიანი წარმატებული გამოცდილება და გვთავაზობენ უმაღლესი ხარისხის ქეითერინგს ადგილზე ქვეყნის ნებისმიერ წერტილში, მომსახურებითა და აღჭურვილობით, იქნება ეს ყავის შესვენება 10 პერსონაზე თუ გალა ვახშამი 500 სტუმარზე.

ბეჭდვა და გამოქვეყნება

ჩვენ გთავაზობთ ნებისმიერი სახის ბეჭდვისა და გამოქვეყნების მომსახურებას უმაღლესი დონის ტექნიკური აღჭურვილობის მქონე სტამბებიდან (წიგნები, ბუკლეტები, ლიფლეტები, ბროშურები და ა.შ.)

დიზაინერის მომსახურება

ჩვენ გვყავს გრაფიკული დიზაინერები 5+ წლიანი ტექნიკური და კრეატიული გამოცდილებით, რომლებიც მუშაობენ სხვადასხვა პროგრამებში, როგორიცაა Adobe illustrator; adobe photoshop; ბლენდერი და ა.შ., და ჩვენ გთავაზობთ ნებისმიერი ტიპის დიზაინს თქვენი საჭიროებების შესაბამისად, იქნება ეს ელექტრონული თუ ბეჭდური წიგნის თუ ბანერის დიზაინი.

ტრანსპორტირება & კურიერის მომსახურება

ჩვენ ვთანამშრომლობთ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე რამდენიმე კომპანიასთან და გთავაზობთ საგზაო, სარკინიგზო და ავიაბილეთების შეძენას, ასევე მძღოლის მომსახურებას.

თარგმანის მომსახურება

თარგმანისა და რედაქტირების მომსახურება (პუბლიკაციების ჩათვლით) სინქრონული, თანმიმდევრული ან ჩურჩულით თარგმანის მომსახურება, მათ შორის, აღჭურვილობის უზრუნველყოფით

ფოტო/ვიდეო

გამოცდილი ოპერატორების დახმარებით ჩვენ ვაწარმოებთ პროფესიონალურ ფოტო/ვიდეო გადაღებას, მონტაჟს, ანიმაციურ გრაფიკას, ინტერვიუს ჩაწერას, გადაღებისთვის საჭირო ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფას

ბრენდირების მასალები

სხვადასხვა წამყვან სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობით, ჩვენ გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ბრენდირების მასალებს თქვენი პროექტისა თუ ღონისძიებისთვის (მაგ. ჭიქები, ჩანთები, ზურგჩანთები, კალმები, სტიკერები, ბანერები, რვეულები და ა.შ.).

ტექნიკური აღჭურვილობა

ღონისძიებისთვის სხვადასხვა ტექნიკური აღჭურვილობის უზრუნველყოფა, გამოცდილი ტექნიკური პერსონალით (ხმოვანი სისტემა, ნებისმიერი ტიპის მიკროფონები, პროექტორები, მთარგმნელობითი აღჭურვილობა, სხვადასხვა სახის  ეკრანები და ა.შ.).