TUC ჯგუფი უზრუნველყოფს A-დან Z-მდე სტრატეგიის კონსულტაციას კერძო პირებისა თუ ორგანიზაციებისთვის. ჩვენ მზად ვართ ჩვენი კლიენტებს შევთავაზოთ არატრადიციული, თუმცა პრაგმატული მიდგომები, რათა მივაწოდოთ ქმედითი სტრატეგიები რეალური გავლენისთვის დღევანდელ რთულ ბიზნეს სივრცეში. ჩვენ ვქმნით ინდივიდუალურ მიდგომას, რომელიც მორგებულია თითოეული კლიენტის უნიკალურ სიტუაციაზე და შემოგვაქვს ფართო ბიზნეს გამოცდილება გამოცდილი ანალიტიკური ტექნიკით, რაც გვაძლევს მაღალი ზემოქმედების და ქმედით შედეგებს.
TUC ჯგუფში თქვენ დაგხვდებათ პროფესიონალი კონსულტანტები განუმეორებელი ფინანსური და საბუღალტრო გამოცდილებით, ბიზნეს პროცესების ცოდნით, ინდუსტრიის ხედვითა და ტექნოლოგიებით და მომხმარებელთან ურთიერთობის უნარებით. ამ სფეროებში ჩვენი შესაძლებლობების წყალობით, ჩვენ ვეხმარებით კლიენტებს სტრატეგიის მოქმედებად გარდაქმნაში. ჩვენ ვეხმარებით ჩვენს კლიენტებს მნიშვნელოვანი და გრძელვადიანი გაუმჯობესებების განხორციელებაში და მათი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზნების რეალიზებაში. ჩვენ ვუღრმავდებით საკითხს, რათა შევქმნათ ახლებური ხედვა და გაბედულად ვიმოქმედოთ. ჩვენ თავს ვუყრით სწორ ადამიანებს, რათა შევცვალოთ დამკვიდრებული აზროვნება და ხელი შევუწყოთ ტრანსფორმაციის. ჩვენ ვმუშაობთ კლიენტებთან იმ შესაძლებლობების შესაქმნელად, რომელიც საშუალებას მისცემს ორგანიზაციებს, მიაღწიონ მდგრად უპირატესობებს.
- ინდივიდუალური და ინსტიტუციური კონსულტაცია (A-დან Z-მდე საკონსულტაციო საკითხი) – კონსულტაცია
- 700 კონსულტანტის (200 საერთაშორისო) მონაცემთა ბაზის შექმნა და განახლება სხვადასხვა საკონსულტაციიო სფეროში
- PR-სარეკლამო მომსახურება, მედიის მობილიზაციის ჩათვლით
- ადმინისტრაციული და ლოგისტიკური მომსახურება