შპს უნივერსალ კონსალტინგი (TUC Group) საქართველოში რეგისტრირებული კომპანიაა, რომელიც სამი ძირითადი მიმართულებით მუშაობს, კერძოდ: ღონისძიებებისა და კონფერენციების მენეჯმენტი; A-Z კონსულტაცია და მოგზაურობა & ტურები.

კომპანია დაარსდა 2013 წლის 1 ივლისს და მას შემდეგ თანდათან იზრდებოდა, როგორც კარგი რეპუტაციის მქონე და სანდო ორგანიზაცია, რომლის მიზანია, მიაწოდოს მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის მომსახურება.

TUC ჯგუფში ჩვენ ვიღწვით მრავალფეროვანი სამუშაო სივრცის შესაქმნელად. ჩვენი წარმატებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია მივიღოთ, დავაფასოთ და გავაერთიანოთ ორგანიზაციის მრავალფეროვანი გამოცდილების მქონე პერსონალის ძალისხმევა. მრავალმხრივი აზროვნება, გამოცდილება, განათლება  და ცოდნა გადამწყვეტია ისეთი გარემოს შესაქმნელად, რომელშიც არსებობს შემოქმედებითი მუხტი და ახალი იდეები. ჩვენი ამოცანაა, ვაქციოთ TUC ჯგუფი კომპანიად, რომელშიც ყოველ ადამიანს, მისი გამოცდილებისა თუ განათლების მიუხედავად, ექნება წინსვლისა და წარმატების მიღწევის შესაძლებლობა.

ჩვენი სერვისები ეფუძნება ინოვაციებს, დეტალებზე ყურადღების გამახვილებას, მოქნილობასა და ენთუზიაზმს.

ჩვენი გუნდი იმუშავებს თქვენთვის და თქვენთან ერთად, რათა შეიმუშავოს მხარდაჭერის ყოვლისმომცველი პაკეტი, რომელიც პროექტების საბოლოო მიწოდების უმაღლეს სტანდარტებს და პროექტის დასახული შედეგების გადაჭარბებით მიღწევას უზრუნველყოფს. ჩვენ ვზომავთ ჩვენს წარმატებას ჩვენი კლიენტების წარმატებით. ყველა ჩვენი რესურსი ხელმისაწვდომი იქნება ჩვენი კლიენტებისთვის და ვიღებთ ვალდებულებას, რომ ვუზრუნველვყოთ მათი წარმატება. ჩვენი მიზანია, განვსაზღვროთ ჩვენი კლიენტების რეალური საჭიროებები და არა მხოლოდ კარგად შევასრულოთ სამუშაო.

როდესაც საუბარია TUC ჯგუფისა და კლიენტის ინტერესებზე, კლიენტი ყოველთვის პირველ ადგილზეა.