დავით სიგუა - დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი

დათოს აქვს საერთაშორისო და ეროვნულ ორგანიზაციებში, მულტიკულტურულ და მრავალფეროვან გარემოში მუშაობის 30+ წლიანი გამოცდილება. მას აქვს MD ხარისხი, დოქტორისა და MBA ხარისხები, ასევე სერტიფიცირებულია ფინანსური მენეჯმენტისა და აუდიტის სფეროებში.
დათო უზრუნველყოფს საერთო ხელმძღვანელობას და ზედამხედველობას უწევს ორგანიზაციის ეფექტურ მართვას. მისი ძლიერი უნარები სამუშაოს დაგეგმვაში, ორგანიზებასა და მართვაში, შორსმჭვრეტელობისა და პრობლემების გადაჭრის კონცეპტუალური და ანალიტიკური უნარის ფონზე, აისახა TUC Groups-ის წარმატებაში.

თამრიკო ჩიჩუა - დამფუძნებელი და ბიზნეს განვითარების მენეჯერი

თამრიკოს აქვს MD და Ph.D ხარისხები. მას აქვს კერძო და საჯარო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება. იგი უზრუნველყოფს კავშირს საერთაშორისო და ეროვნულ ორგანიზაციებს შორის; აკონტროლებს ყოველდღიურ დაგეგმვასა და ოპერაციებს; უზრუნველყოფს სენსიტიური საკითხებისა და პრობლემების გადაჭრას, ასევე ზედამხედველობას უწევს პერსონალის განვითარებას, დაწინაურებას, კეთილდღეობასა და ტრენინგს. ის ფოკუსირებულია უფრო ფართო შესაძლებლობებზე და ახალი ინიციატივების განხორციელებაზე.

გიორგი დავით რეზო სიგუა - დამფუძნებელი და ICT მენეჯერი

გიორგის აქვს Universita Cattolica Del Sacro Quore-ს ბაკალავრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებსა და პოლიტიკურ მეცნიერებებში. ის უზრუნველყოფს ორგანიზაციის ICT სტრუქტურის გამართულ ფუნქციონირებას; არსებული პირობების გათვალისწინებით, იძლევა არსებით რეკომენდაციებს სისტემებისა და შიდა კონტროლის გაუმჯობესებისთვის.

თამარა ფხაკაძე - მარკეტინგის მენეჯერი

თაკოს აქვს SUNY-ს (ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტი) და LSE-ს (ლონდონის ეკონომიკის სკოლა) მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებსა და გლობალურ პოლიტიკაში. მას აქვს დიდი საერთაშორისო სამუშაო გამოცდილება საკონსულტაციო, პროექტის მენეჯმენტის, კვლევებისა და ანგარიშგების, გაყიდვების და მარკეტინგის, კონფერენციის წარმოების და ღონისძიების მენეჯმენტის სფეროებში. თაკო TUC ჯგუფის ერთ-ერთი პირველი წევრია და ადრეული პერიოდიდან პოპულარიზაციას უწევს კომპანიას, როგორც საერთაშორისო და ეროვნულ ორგანიზაციებთან (საელჩოების ჩათვლით), ასევე არასამთავრობო, საზოგადოებრივ და კერძო სექტორთან.

ანა ხამაშურიძე - პროექტის მენეჯერი

ანა არის გამოცდილი პროექტის მენეჯერი, რომელსაც დაუორგანიზებია უამრავი პროექტი და ღონისძიება როგორც თბილისში, ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით.
მას აქვს 10 წლიანი გამოცდილება მომხმარებლის მომსახურებასა და ოპერაციებში, ასევე 3 წლიანი გამოცდილება პროექტებისა და ღონისძიებების მართვაში.
ანა ხელმძღვანელობდა გუნდებს სტუმართმოყვარეობის სექტორში (თბილისი და ქორთიარდ მარიოტი და სხვ.).
მას აქვს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ტურიზმის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი.
ანა შესანიშნავი გუნდური მოთამაშეა, მისი დახმარებით თქვენი ღონისძიება უმოკლეს დროში დაიგეგმება უმაღლეს დონეზე.
თავისუფალ დროს მას უყვარს მოგზაურობა და სხვადასხვა კულტურასთან გაცნობა, რათა მეტად განვითარდეს და მიღებული გამოცდილება გამოიყენოს საკუთარ საქმეში.

სოფიკო ცხადაძე - პროექტის მენეჯერი

ტექტი