ჯანმო-ს საველე სწავლება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO), წითელი ჯვრის საერთაშორისო ფედერაციისა (IFRC) და რობერტ კოხის ინსტიტუტის ორგანიზებით 15-17 თებერვალს საქართველოში გაიმართა რეგიონთაშორისი საველე სწავლება - სწრაფი რეაგირების მობილური ლაბორატორიების, სადაც მსოფლიოს წამყვანი ლაბორატორიებიდან საველე სწავლებაზე ჩამოვიდა 10-მდე ქვეყნის 150-მდე მონაწილე.
🔹 TUC Group-მა თვეზე ნაკლებ პერიოდში ღონისძიებისთვის სრულად უზრუნველყო: სასტუმროში განთავსება, კვებით აქტივობები, ტრანსფერები, ლაბორატორიული მასალების მიღება, საბაჟო პროცედურების ჩატარება, ვიზუალური მასალების დამზადება, ტექნიკური აღჭურვა და საველე პირობებში ჰიბრიდული ჩართვების ორგანიზება

🎥 Credit to Ika Rusishvili

პოლიტიკური ფორუმი გენდერული თანასწორობისთვის

2023 წლის 28 თებერვალს, ჩვენმა გუნდმა UNDP Georgia-ს ფორუმს გაუწია ორგანიზება, რომელსაც 300 მონაწილე დაესწრო.
ღონისძიება ჩატარდა საქართველოს პარლამენტისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებითა და დანიისა და შვედეთის საელჩოს მხარდაჭერით.
ღონისძიების ფარგლებში მოხდა ტექნიკური აღჭურვილობის ორგანიზება და მხარდაჭერა, მათ შორის სინქრონული თარგმნის უზრუნველყოფა და პირდაპირი ტრანსლაცია.

Startup World Cup ბათუმში

Startup World Cup-ის ეროვნული კონკურსი 2022 წლის 10 სექტემბერს ბათუმში გაიმართა. ღონისძების ფარგლებში TUC ჯგუფმა ღონისძიების სრული ტექნიკური აღჭურვა და მხარდაჭერა, საკონფერენციო სივრცის ქირაობა და კვებითი აქტივობის ორგანიზება მოახდინა.

ENOTHE 26-ე საერთაშორისო კონფერენცია

ENOTHE-ს ყოველწლიური კონფერენცია ტარდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, 2022 წელს დანიშნულების ადგილად დასახელდა საქართველო, 13-16 ოქტომბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა ოკუპაციური თერაპიის უმაღლესი განათლების ევროპული ქსელის (ENOTHE) 26-ე საერთაშორისო კონფერენცია.

ღონისძიების ფარგლებში დაორგანიზდა ჰიბრიდული შეხვედრა 250 ადამიანზე, ფურშეტული სამჯერადი კვება მონაწილეებისთვის, გაფორმდა შეხვედრის სივრცეები ვიზუალური მასალებით (ბანერები, დეკორაციები, ავეჯი და სხვა), განხორციელდა კონფერენციის სრული ტექნიკური აღჭურვა, ასევე ონლაინ ჩართვები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
შეხვედრის კონცეფციის თანახმად მოეწყო პარალელური ჰიბრიდული სესიები, დამატებითი 5 ოთახის ტექნიკურად გამართვა და მონიტორინგი მოხდა TUC ჯგუფის მიერ.

UN 30

2022 ლის 24 ოქტომბერს, რუსთაველის ეროვნულ თეატრში საზეიმო კონცერტი და მიღება გაიმართა. კონცერტში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, ახალი თაობის გამორჩეულმა მუსიკოსმა ცოტნე ზედგინიძემ, საერთაშორისო აღიარების ქართველმა ალტისტმა გიორგი ცაგარელმა, თბილისის ქალთა გუნდმა ომარ ბურდულის ხელმძღვანელობით და სამების საკათედრო ტაძრის გუნდმა, სვიმონ ჯანგულაშვილის ხელმძღვანელობით.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ფოტოგამოფენა სახელწოდებით "გაერო სურათებში: პარტნიორობის 30 წელი" და ფურშეტი 700 ადამიანზე.

Stokholm 50

ეროვნული საკონსულტაციო შეხვედრები საერთაშორისო კონფერენციის „სტოკჰოლმი+50“ ის ფარგლებში თბილისში, თელავსა და ბათუმში ჩატარდა.
ადგილობრივი თვითმმართველობის, სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეებისა და კერძო სექტორის 60-მდე წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო შეხვედრაში, რომელიც მიეძღვნა ეკოსისტემის დეგრადაციის წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილებისა და ჯანსაღ და მდგრად გარემოზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ გამოწვევებსა და გადაჭრის გზებს

საინვესტიციო ფორუმი ონში

ავსტრიასა და შვეიცარიასთან თანამშრომლობით, გაეროს განვითარების პროგრამამ ხელი შეუწყო ინვესტორების დაინტერესებას, ადგილობრივი მეწარმეობის განვითარებას და საინვესტიციო ფორუმების ჩატარებას იმ რეგიონებში, რომლებიც ამას ყველაზე მეტად საჭიროებდნენ.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის საინვესტიციო ფორუმზე, 40-ზე მეტმა ადგილობრივმა მეწარმემ თავისი ბიზნეს შესაძლებლობები და რეგიონის საინვესტიციო უპირატესობები წარმოაჩინა.
ფორუმის სრული ტექნიკური აღჭურვა, დისტანციური ჩართვები, დეკორაციების ორგანიზება, გადახურვა, დახლებისა და სცენის მოწყობა, განათება და პრომო მასალების მომზადება TUC ჯგუფ,ა განახორციელა.

WEPS

2021 წლის 16 დეკემბერს გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერმა კომპანიებმა, ყოველწლიურ კონფერენციაზე ის ერთობლივი პროექტები წარადგინეს, რომლებიც მათ გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად განახორციელეს.
კონფერენციის ბოლოს გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებს ახალი კომპანიებიც შეუერთდნენ. აღსანიშნავია, რომ საქართველოში მათი რიცხვი უკვე 100-ს აჭარბებს, რაც კერძო სექტორის არსებული მასშტაბის გათვალისწინებით, საკმაოდ მნიშვნელოვანი შედეგია.
საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაცია ქალთა გაძლიერების პრინციპების დანერგვაზე 2014 წლიდან მუშაობს და ამ საქმიანობას ის ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს.
ჩვენმა გუნდა დაამზადა ყველა ვიზუალური მასალა, კვებითი აქტივობა, ფოტო/ვიდეო გადაღება და თარჯიმნის მომსახურება.

Covid 19 Events

COVID-19 პანდემიის პირობებში აქტუალური გახდა ღონისძიებების ღია ცის ქვეშ ორგანიზება. ვაქცინაციის შესახებ გამართული საინფორმაციო შეხვედრების სერია მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა და მოიცვა 2000-მდე ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელი და 600 -მდე მასწავლებლები. პროექტმა საქვეყნო აღიარება მოიპოვა და მისი წარმატებისთვის საჭირო ყველა ლოჯისტიკური მხარდაჭერა განახორციელა TUC ჯგუფმა.

საგანმანათლებლო ღონისძიებები

განათლების სამინისტროსთან პარტნიორობით, გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ პირველი, მეორე და მესამე საერთაშორისო კონფრენციები ჩატარდა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის და ახალციხის სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტებში. აღნიშნულმა კონფერენციებმა მოიცვა დაახლოებით 1500-მდე სტუდენტი. კონფერენციების ფარგლებში დამზადდა კონფერენციის ბრენდინგის პაკეტი, ვიზუალური მასალები, დარბაზის დეკორაციები. განხორციელდა ღონისძიების ტექნიკური აღჭურვა და გამართვა, კვებითი აქტივობები, ასევე უცხოელი ექსპერტების დისტანციური ჩართვები და ღონისძიების პირდაპირ ეთერში გაშუქება, დაორგანიზდა სტუმრების განთავსება და ტრანსპორტირება.

სასწავლო/შემეცნებითი ტურები

TUC ჯგუფის მიერ განხორციელებული სასწავლო ტურები საქართველოს ფარგლებს გარეთ: სომხეთში, აზერბაიჯანში, თურქეთში, მოლდოვაში, პოლონეთში, გერმანიაში, ფინეთში, ირლანდიაში, ნორვეგიასა და აშშ-ში.

სარემონტო სამუშაოების შესრულება

საქართველოს პარლამენტში TUC ჯგუფის ორგანიზებით შესრულდა მარო მაყაშვილის სახელობის საკონფერენციო დარბაზის სრული სარემონტო სამუშაოები. მათ შორის: 3D დიზაინის შექმნა, სრული ტექნიკური აღჭურვილობა, ავეჯის დამზადება, ფოტო და ვიდეო მასალის დამზადება, ვიზუალური მასალების დაბეჭდვა.

სარემონტო სამუშაოები ასევე შესრულდა UNICEF საქართველოს თბილისის ოფისში, სადაც მოხდა საკონფერენციო სივრცის სრული რენოვაცია, ავეჯის დამზადება და 3D დიზაინის შექმნა.

Purchashing

Photo material showing purchases made within the framework of United Nations Children's Fund projects during the pandemic.
TUC group ensured success of the project while providing outstanding logistical support.
The purchases included humanitarian assistance to vulnerable families in the regions while providing them with essential food and hygienic products.
Within the framework of the "No Child Without Education" project of UNICEF Georgia and the Ministry of Foreign Affairs of Norway, the inventory of the playground for the kindergartens were manufactured. In the framework of the mentioned project, sports halls of schools were also equipped.

Exhibition

TUC group has held a number of personal and group exhibitions, both throughout Tbilisi and in the regions, including Kakheti, Imereti, Samegrelo and highland Adjara.