🎥 Credit to Ika Rusishvili
ღონისძიების ფარგლებში დაორგანიზდა ჰიბრიდული შეხვედრა 250 ადამიანზე, ფურშეტული სამჯერადი კვება მონაწილეებისთვის, გაფორმდა შეხვედრის სივრცეები ვიზუალური მასალებით (ბანერები, დეკორაციები, ავეჯი და სხვა), განხორციელდა კონფერენციის სრული ტექნიკური აღჭურვა, ასევე ონლაინ ჩართვები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
შეხვედრის კონცეფციის თანახმად მოეწყო პარალელური ჰიბრიდული სესიები, დამატებითი 5 ოთახის ტექნიკურად გამართვა და მონიტორინგი მოხდა TUC ჯგუფის მიერ.
სარემონტო სამუშაოები ასევე შესრულდა UNICEF საქართველოს თბილისის ოფისში, სადაც მოხდა საკონფერენციო სივრცის სრული რენოვაცია, ავეჯის დამზადება და 3D დიზაინის შექმნა.